ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუბიოს კანდიდატურას ვიცე-პრეზიდენტის ნომინირებისთვის განიხილავენ.

შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი, უფროსი ჯორჯ ბუში, წინასაარჩევნო კამპანიაში რესპუბლიკელ კანდიდატს, მიტ რომნის დაუჭერს მხარს.

განცხადება მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორის სპიკერმა გააკეთა. მისი თქმით, ოფიციალურად მხარდაჭერის გამოცხადება დღეს ტეხასის შტატში, ქალაქ ჰიუსტონში დაგეგმილ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მოხდება. ერთი კვირით ადრე ნომინანტის მხარდაჭერის შესახებ განცხადება ჯორჯ ბუშის შვილმა და ფლორიდის გუბერნატორმა ჯებ ბუშმაც გააკეთა.

გუშინ ეროვნული ტელევიზიით გასულ ინტერვიუში ფლორიდის სენატორმა, მარკო რუბიომ მიტ რომნის რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვება უწინასწარმეტყველა. მარკო რუბიო რესპუბლიკურ პარტიაში ძალზე პოპულარული და გავლენიანი ფიგურაა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით რუბიოს კანდიდატურას ვიცე-პრეზიდენტის ნომინირებისთვის განიხილავენ.

XS
SM
MD
LG