ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბხუტოს მკვლელებს ბრალი წაუყენეს


ბხუტოს მკვლელებს ბრალი წაუყენეს
ბხუტოს მკვლელებს ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით ხუთი სამხედრო პირი კრიმინალურ შეთქმულებაშია მხილებული.

პაკისტანის ანტი-ტერორისტულმა სასამართლომ პოლიციის ორ ოფიცერს და ხუთ სამხედრო პირს ბრალი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენაზირ ბხუტოს, მკვლელობაში წაუყენა.

პოლიციის ოფიცრებიდან ერთს - ქალაქის ყოფილ პოლიციის შეფს და მეორეს, ასევე პოლიციის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირს, ბრალი უსაფრთხოების არაადეკვატური ზომების მიღებაში ედებათ.

საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ხუთი სამხედრო პირი კრიმინალურ შეთქმულებაშია მხილებული. ძიების მასალების მიხედვით, მათ თვითმკვლელი ტერორისტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთიდან ჩამოიყვანეს და ქალაქ რავალპინდში მალავდნენ.

ბენაზირ ბხუტო 2007 წლის 27 დეკემბერს არჩევნებში გამარჯვებისთანავე მოკლეს. დანაშაულში ეჭვმიტანილები ბრალეულობას უარყოფენ.

XS
SM
MD
LG