გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომისიამ პაკისტანის ყოფილი პრემიერ მინისტრის ბენაზირ ბხუტოს მკვლელობის გამოძიების შესახებ ანგარიში გამოქვეყნა.
ისლამაბადში ანგარიშს არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.
ანგარიშში მკაცრად არის გაკრიტიკებული პაკისტანის მაშინდელი პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი, ისევე როგორც ადგილობრივი სამართამდამცველები, რომლებიც ყოფილი პრემეირ-მინისტრის სიკვდილს იძიებდნენ.
მაშინდელი პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ფარათულა ბაბარმა ამერიკის ხმასთან საუბარში აღნიშნა, რომ ის იმედოვნებს, რომ გაეროს ანგარიში ერთხელ და სამუდამოდ ნათელს მოფენს იმ ბრალდებებს, რომლებიც ბხუტოს ოჯახის წევრებს გააჩნდათ ქვეყნის ყოფილი პრეზიდნეტის მიმართ.
“ანგარიშში ნათქვამია, რომ თვითმხილველი არ არსებობს. იყო მხოლოდ ჭორები და მითქმა-მოთქმა, ჭორების გავრცელება კი გამოიწვია გამოძიებისთვის პრემეირ-მინისტრის შემცვლელის მეირ ხელის შეშლის მცდელობამ.”
მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის, მუშარაფის პრეს-სპიეკრის თქმით, ქვეყნის პირველ პირს, არადროს ქონია პრემეირ-მინისტრის უსაფრთხოების სისტემაზე ხელმისაწვდომობა.
მისი აზრით, ბხუტო რომ ეტლში ფეხზე არ ამდგარიყო, შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. იშტიაქ აჰმადი, ისლამაბადის ქუაიდ-ი-აზამის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტის პროფესორი
ამბობს, რომ გაეროს კომისიის მანდატი ძალიან შეზღუდული აღმოჩნდა, რადგან მან მხოლოდ ის გარემოებები განსაზღვრა, რომლებშიც ბხუტო გარდაიცვალა. მისი აზრით, კომისიამ უფრო მეტი შეკითხვა დასვა, ვიდრე პასუხი მოამზადა.
გაეროსა და პაკისტანის მთავრობას შორის შეთანხმების საფუძველზე, პაკსიტანის მთავრობა ვალდებულია გამოიძიოს მომხდარი საქმე. მაგრამ მთავრობას გაეროს მეირ მიწოდებული ინფორმაცია არ დაუმუშავებია.