ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში აფეთქებას 45 ადამიანი ემსხვერპლა


პაკისტანში აფეთქებას 45 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში აფეთქებას 45 ადამიანი ემსხვერპლა

მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არცერთი დაჯგუფება არ იღებს.

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში დაკრძალვაზე მომხდარ აფეთქებაში მსხვერპლთა რიცხვი 45-ს აღწევს.

ხუთშაბათს თვითმკვლელმა ტერორისტმა თალიბთა საწინააღმდეგო მოძრაობის მომხრეებზე მიიტანა იერიში, რომლებიც დაკრძალვის ცერემონიალზე სალოცავად შეიკრიბნენ. 70 დაჭრილი პაკისტანელი ჰოსპიტალიზირებულია.

მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არცერთი დაჯგუფება არ იღებს, თუმცა ეს კვირა თალიბთა გაძლიერებული შეტევებით დაიწყო.

შეგახსენებთ, სამშაბათს ქალაქ ფეშევარში მათ ცეცხლი სასკოლო ავტობუსს გაუხსნეს, რის შედეგადაც მძღოლი და 4 ბავშვი დაიღუპა. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.

XS
SM
MD
LG