ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ეროვნული მოძრაობა - ძალაუფლება ხალხს"


"ეროვნული მოძრაობა - ძალაუფლება ხალხს"
"ეროვნული მოძრაობა - ძალაუფლება ხალხს"

ეროვნულ პრინციპებზე დაყრდობით, ეროვნული მოძრაობისა და ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებმა ახალი ”ეროვნული მოძრაობა - ძალაუფლება ხალხს” დააფუძნეს.

საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ვითარებაა. ქვეყანა უპრეცედენტო კულტურული და სულიერი კრიზისის წინაშე იმყოფება. არსებულ ხელისუფლებას უზურპირებული აქვს ძალაუფლების ყველა ბერკეტი - აცხადებენ მოძრაობის დამფუძნებლები .

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ერთი-ერთი წევრი, პუბლიცისტი თემურ ქორიძე თვლის, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა ვერ ჩამოყალიბდა და დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს :

” ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოუვიდა გახლავთ ის, რომ ამ სპექტრის ერთი ნაწილი გაიხრწნა ძალაუფლებით და ფულით, მეორე გაიხრწნა ძალაუფლებისკენ სწრაფვით და ფინანსური ინტერესების გაფეტიშებით. ეს არის ქართული პოლიტიკური სპექტრის უბედურება. 1991 წელს მაშინდელ პოლიტიკურ ელიტას მსგავსი ინტერესი არ ჰქონია. არც ფინანსური, არც ძალაუფლების ინტერესი. დღეს ეს ყველასათვის ნათელია. მაშინდელი ჩვენი გადაწყვეტილება არჩევნებში მიგვეღო მონაწილეობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევა დაჩქარებულიყო და აუცილებელი გახდა ხელისუფლებაში ეროვნული ძალის მოსვლა. აუცილებელი თუნდაც იმიტომ, რომ პირველი ტყვია მიგვეღო სწორედ ჩვენ. ჩვენ იმ ტყვიის მისაღებად ვიყავით და არა პატივის მისაღებად. მე შემიძლია უამრავი დოკუმენტი წარმოვადგინო, სადაც ჩვენ არჩევნებამდე საკმაოდ გაანალიზებული გვქონდა შექმნილი ვითარება და მოველოდით კიდეც იმას, რომ ყველა, ვინც პირველი მოვიდოდა დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე საქართველოს ხელისუფლებაში უთუოდ აღმოჩნდებოდა მსხვერპლი”.

ახალი მოძრაობის წევრი, ენათმცოდნე ლევან ღვინჯილია არ თვლის, რომ დღემდე პოლიტიკაში არ მონაწილეობდა :

” ეროვნულ მოძრაობას რომ ეძახიან, ეს არის სინამდვილეში სიტყვაგამოტოვებული დასახელება.. ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა ჰქვია მას და ბუნებრივია იყო მიმართული იქითკენ, რომ ერი ყოფილიყო თავისუფალი სხვა ერის ზემოქმედებისგან. მგონი იმ დროს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი იყო ან უშუალოდ, ან შინაგანად დაკავშირებული ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობასთან. რაც შეეხება ჩემს წარსულ საქმიანობას , სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვის თვალსაზრისით.. მგონი ეს არის ერთერთი უმთავრესი შემადგენელი ერის თავისუფლების. იმიტომ რომ ერი თავისუფალია მაშინ, როცა თავისუფალია მისი ენა და ამ ენას აქვს ფუნქცია მართოს ერი. დღევანდელ ვითარებაში ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. ეს არის ერთგვარი მცდელობა მოიძებნოს გამოსავალი შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებიდან. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი წყვეტა, 20 წლის წინანდელიმდგომარეობის გათვალისწინებით ვამბობ ამას”.

პოლიტიკური გაერთიანება ”იმედის” თავმჯდომარე ირინა სარიშვილი მოძრაობის პრეზენტაციაზე ისხდა გვერდი გვერდ ყოფილ მტერთან თემურ ქორიძესთან. რა იყო მათი უთანხმოების მიზეზი სახელმწიფო გადატრიალების წინა და მომდევნო პეროდში, 90-ან წლებში? - ამ კითხვით ირინა სარიშვილს მივმართე : ” - ის მიზეზები რომ ჩამოვთვალოთ, რა მიზეზებითაც მოხდა ჩვენს შორის განხეთქილება დღეს უკვე თქმაც გვიჭირს, ლაპარაკიც გვიჭირა ამაზე, იმდენად არასერიოზულია ამის გამო რაღაც კონფლიქტზე ვთქვათ, წასვლა გუშინდელ შენს თანამოაზრეებთან. დღეს ალბათ ჩვენი მთავარი განმასხვავებელი თვისება ყველა სხვა პოლიტიკუტი დაჯგუფებისგან ისევე, როგორც ხელისუფლებისგან იქნება ის, რომ როგორც ძველი, გამოცდილი ეროვნული მოძრაობა ეს მოძრაობაც არ იბრძოლებს ხელისუფლებისთვის, მითუმეტეს ამ ვითარებში. ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოლებს, მაგრამ არა იმისთვის, რომ თვითონ მოვიდეს ხელისუფლებაში. ჩვენ ვიბრძოლებთ სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის, ოღონდ არა იმ გზით, რომ სააკაშვილს ჩავატარებინოთ ეს არჩევნები და არა ისეთი გზით, რომელიც ჩვენთვის ცნობილია. ანუ, სახელმწიფო გადატრიალება და ვინც ახდენს ამ გადატრიალებას, იმის მოსვლა ხელისუფლებაში.

სამართალმემკვიდრეობაზე როცა გვაქვს საუბარი, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სწორედ 1991 წლის სამართალმემკვიდრეობაზე, ანუ იქ სადაც შეწყდა ლეგიტიმური ხელისუფლება და თუ ვინმეს აქვს უფლება დანიშნოს დღეს არჩევნები, მეტი არაფერი, უბრალოდ არჩევნების დანიშვნაზეა საუბარი, სწორედ ან ასეთი ლეგიტიმური ხელისუფლება ან მასთან შეთანხმებით და კონსულტაციებით მიღებული რაღაც გაერთიანება, რაზეც ალბათ ვიმუშავებთ”.

უზენაესი საბჭოს დეპუტატი, მას ხელი აქვს მოწერილი 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ,მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი პაატა ბარათაშვილი ერთადერთ გამოსავალს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან 1991 წლის მდგომარეობით სამართალმემკვიდრეობის აღდგენაში ხედავს : ” - ჩვენ ხალხის სასარგებლოდ გვინდა გავკეთოთ ის, რომ ჩატარდეს კანონიერი არჩევნები, რომელშიც ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ რომელსაც ჩვენ გავაკონტროლებთ. უზენაესმა საბჭომ უნდა ჩაატაროს არჩევნები, რომელსაც გააკონტროლებს. ერთადერთი გზა საქართველოს ხსნის არის ეს. რაც მთავარია, აქ მოხდა კონსტიტუციური წყვეტა, სამართლებრივი წყვეტა მოხდა. აი ეს არის უბედურება.. სამართლებრივი წყვეტა მოხდა და ეს უნდა აღდგეს!

XS
SM
MD
LG