ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანში ისტორიული რეფერენდუმი მიმდინარეობს


სუდანში ისტორიული რეფერენდუმი მიმდინარეობს

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტმა სალვა კიირმა თავის პოზიცია გუშინვე დააფიქსირა.

უკვე მეორე დღეა, რაც სამხრეთ სუდანში ისტორიული რეფერენდუმი მიმდინარეობს.

მოსახლეობამ რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. რეფერენდუმი გუშინ დაიწყო. თვითმხილველთა თქმით, პროცესი საზეიმდ ვითარებაში მიმდინარეობს.

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტმა სალვა კიირმა თავის პოზიცია გუშინვე დააფიქსირა. მან ხმა სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში მისცა:

„ეს ისტორიული მომენტია, რომელსაც სამხრეთ სუდანელები დიდი ხანი ელოდნენ. და მე მინდა რომ მოსახლეობას მოვუწოდო მოთმინებისკენ. ვისაც ჯერ ხმა არ მიუცია მას ერთი კვირის მანძილზე შეეძლება თავის პოზიციის დაფიქსირება “ - განაცხადა სამხრეთ სუდანის პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG