ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს ურანის გამდიდრება და ქვეყანაში გაეროს ბირთვული მონიტორები დაუშვას, რაც რუსეთის საგარეო სამინისტროს აზრით, გზას გაუხსნის საერთაშორისო დონეზე განიარაღების მოლაპარაკებების წარმართვას.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რომელიც გუშინ გავრცელდა, ფხენიანის მიერ ურანის პროგრამის თანმიმდევრული განვითარება არ შეიძლება არ იყოს შემაშფოთებელი.

ამასთან, მოსკოვმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა მორატორიუმი გამოაცხადოს ყველა ბირთვულ საქმიანობაზე, მათ შორის ურანის გამდიდრების პროგრამაზე.

XS
SM
MD
LG