ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიბანოვა გაათავისუფლეს როგორც კი მან ნება დართო უშიშროების თანამშრომლებს პირადი კომპიუტერის შემოწმებაზე.

რუსეთში არჩევნების მონიტორინგის დამოუკიდებელმა ჯგუფმა „გოლოსმა“ გააკეთა განცხადება მოსკოვის აეროპორტში ჯგუფის ლიდერის 12 საათით დაკაევების შესახებ. შეგახსენეთ, რომ ხვალ რუსეთში საპარლამენტო არჩევნები არის დაგეგმილი.

როგორც საბაჟოს ოფიციალური პირები აცხადებენ, ჯგუფის ლიდერი ლილია შიბანოვა მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უშიშროების პუნქტში უარი განაცხადა ლებტოპის შემოწმებაზე. შიბანოვა გაათავისუფლეს, როგორც კი მან ნება დართო უშიშროების თანამშრომლებს პირადი კომპიუტერის შემოწმებაზე.

ამის ფონზე, ჯგუფი გოლოსი, მოსკოვის სასამართლომ §1000 -ით დააჯარიმა. ჯგუფს ბრალად ედება არჩევნების დროს განხორციელებული დარღვევების ინტერნეტზე გამოქვეყნება. ჯგუფმა ელფოსტის, ტელეფონისა და მობილური მიმოწერის საშუალებით შეაგროვა არჩევნების დროს დაფიქსირებული 5 000 საჩივარი.

ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა დიმიტრი მერეჟკომ განაცხადა, რომ სასამართლო დადგენილება ჯგუფს ხელს არ შეუშლის კვირას საქმის გაკეთებაში.

XS
SM
MD
LG