ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევის ახალი ინიციატივები


მედვედევის ახალი ინიციატივები

გუბერნატორების არჩევა პირდაპირი წესით მოხდება და ისინი კრემლის მიერ აღარ დაინიშნებიან.

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ახალი პოლიტიკური რეფორმების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების შედეგია. მოქალაქეებისადმი მიმართვის დროს პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთს სჭირდება დემოკრატია, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის საშუალება, ოღონდ ეს გარედან ჩარევის გარეშე უნდა მოხდეს. ის ასევე გამოვიდა ინიცატივით, რომლის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი გამარტივდება.

ასევე მედვედევმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც გუბერნატორების არჩევა პირდაპირი წესით მოხდება და ისინი კრემლის მიერ აღარ დაინიშნებიან. ამავე დროს პრეზიდენტი მედვედევიც და პრემიერ-მინისტრი პუტინიც 4 დეკემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადახედვას ეწინააღმდეგებიან.

XS
SM
MD
LG