ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სსრკ-ს დანგრევიდან 20 წლის შემდეგ


სსრკ-ს დანგრევიდან 20 წლის შემდეგ
სსრკ-ს დანგრევიდან 20 წლის შემდეგ

რუსეთში ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლებას ინტერნეტის მსგავსი სიახლეები ურყევს საფუძველს.

კვირას რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის 20 წლისთავს აღნიშნავს. 1991 წლის მსგავსად რუსები დღესაც ქუჩაში არიან გამოსულნი, მაგრამ ამჯერად არა კომუნისტების წინააღმდეგ.

კომუნიზმის დამხობიდან 20 წლის შემდეგ, რუსები ამ ქვეყანაში დამყარებული საბაზრო ეკონომიკის წინააღმდეგ კი არ გამოდიან, ისინი დემოკრატიულ რეფორმებს მოითხოვენ.

მიშა ლიპმანი 20 წლის წინ დემონსტრანტების რიგებში იდგა, აჟამად ის მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსია. მისი თქმით:

“ სიმბოლურია, რომ ჩვენ საზოგადოების გააქტიურების მოწმენი ვართ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 20 წლის შემდეგ.“

1991 წელს პრიორიტეტული ეკონომიკური პრობლემები იყო. ვლადიმერ რიჟკოვის განცხადებით:

“ ეკონომიკა დანგრეული იყო, არაფერი არ მუშაობდა. ხალხი გასათბობად ნახშირს და ნავთქურებს იყენებდა. პური და რძეც კი ძნელი საშოვნელი გახდა. ხალხი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ვერავინ შენიშნა, როგორ დაეშვა უკანასკნელად 1991 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დროშა.“

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგ რუსების შემოსავალი 10-ჯერ გაიზარდა. 10 წლიანი სტაბილური ცხოვრების შემდეგ რუსების საშუალო კლასი დემოკრატიას მოითხოვს.

ლილია შიბანოვა არჩევნების სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიაზაცია „გოლოსის“ თავმჯდომარეა. მისი თქმით:

“ დემოკრატიული რეფორმები ძალზე სწრაფად დამთავრდა რუსეთში კომუნიზმის დამხობის შემდეგ.“

როგორც პოლიტოლოგი ვლადიმერ გუდკოვი აცხადებს:“ რუსეთში ძალაუფლების სისტემა კვლავაც ვერტიკალური რჩება.“

მისი თქმით, მთავრობა აკონტროლებს სასამართლოს, პოლიციის და პროკურატორის მუშაობას.

როგორც პოლიტიკური ექსპერტი იგორ იურგენსი აცხადებს, რუსეთში ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლებას ინტერნეტის მსგავსი სიახლეები ურყევს საფუძველს. ის ევოლუციის და არა რევოლუციის მომხრეა. მისი თქმით:

“ რუსეთში ფეოდალიზმი და მოდერნიზაცია ერთ კალათაშია არიან მოქცეულნი, ეს რა თქმა უნდა არ არის ნორმალური სიტუაცია.“

მოსკოვში საბჭოთა კავშირის დანგრევიდან ზუსტად ოცი წლის შემდეგ, რუსები დემოკრატიის მხარდამჭერი დიდი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

XS
SM
MD
LG