ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ნიუ- იორკში მეჩეთის აგებას უჭერს მხარს


აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიესალმება 11 სეწქტემბრის ტერაქტის ობიექტის შორიახლოს მეჩეთის აშენების გეგმას. თეთრ სახლში რამდანის აღნიშვნასთან დაკავშირებიტ გამართულ საზეიმო ვახშამზე ობამამ განაცხადა, რომ მუსლიმებს აქვთ იმის ყფლება, რომ მანჰეტენში კერძო მიწის ნაკვეთზე ააგონ მეჩეთი და მუსლიმთა ცენტრი. მისივე თქმით აშშ-ს პოზიცია რელიგიური თავისუფლების შესახებ ურყევია. სიენენის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად ამერიკელთა 70-ი პროცენტი არ იწონებს იმ ფაქტს, რომ იმ ადგილის შორიახლოს, სადაც თითქმის 3000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ალყაიდას მიერ ორგანიზებულ ტერაქტებს მეჩეთი აიგოს.

XS
SM
MD
LG