ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი ბრალდებას უარყოფს


პაკისტანი ბრალდებას უარყოფს
პაკისტანი ბრალდებას უარყოფს

გასულ თვეს თალიბებმა ყატარში ოფიციალური შტაბ-ბინა გახსნეს.

პაკისტანის პრემიერ მინისტრი ყატარში მიემგზავრება. მომავალ კვირას ყატარში დაგეგმილ სამშვიდობო კონფერენციაზე პაკისტანი-ავღანეთის სამომავლო ურთიერთობას განიხილავენ.

პაკისტანის ოფიციალურის პირების განცხადებით, პაკისტანის პრემიერ -მინისტრი იუსუფ რაზა გილანი შეხვდება ყატარის ლიდერებს და ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას განიხილავენ.

გასულ თვეს თალიბებმა ყატარში ოფიციალური შტაბ-ბინა გახსნეს.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰინა რაბანი ხარი ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის შეხვდა . შეხვედრისას ქალბატონმა ხარიმ განაცხადა, რომ ისლამაბადი მზად არის მოლაპარაკება გამართოს ავღანელ მეამბოხეებთან, თუ ამის სურვილს ავღანეთის მთავრობა გამოხატავს. მან იქვე დასძინა, რომ პაკისტანს ავღანეთში პოლიტიკური ინტერესები არ ამოძრავებს.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს გამოაშკარავადა ნატოს ძალების საიდუმლო დოკუმენტი \,რომელიც ადასტურებს პაკისტანის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს მიერ ავღანელ თალიბებთან თანამშრომლობას. დოკუმენტში 4 ათასი დაკავებული თალიბი მეამბოხის დაკითხვის მონაცემებია დაფიქსირებული. პაკისტანი უარყოფს ბრალდებას.

XS
SM
MD
LG