ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოს ტუსაღი გაასამართლეს


გუანტანამოს ტუსაღი გაასამართლეს
გუანტანამოს ტუსაღი გაასამართლეს

ხანს 2003 წელს, ინდონეზიაში ტერორისტული აქტის დასაფინანსებლად ალ ყაიდას ფონდში 50,000 დოლარის გადარიცხვა ედება ბრალად.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა გუანტანამოს ტუსაღი, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პაკისტანელი გაასამართლა.

პენტაგონის განცხადებით, სამხედრო საბჭომ მაჯიდ შოუკატ ხანი კონსპირაციაში, მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობაში, ჯაშუშობასა და ტერორიზმისთვის მატერიალურ დახმარებაში დაადანაშაულა.

სამხედრო პროკურორებმა მაჯიდ შოუკატ ხანს პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტის ფერვეზ მუშარაფის მკვლელობის მცდელობაში და 2001 წლის ტერორისტული აქტების სულისჩამდგმელთან- ხალიდ შეიხ მოჰამედთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი.

ხანს 2003 წელს, ინდონეზიაში ტერორისტული აქტის დასაფინანსებლად ალ ყაიდას ფონდში 50,000 დოლარის გადარიცხვა ედება ბრალად.

მაჯიდ შოუკატ ხანი გუანტანამოს სატუსაღოში 2003 წლიდან იმყოფება. იგი შეერთებულ შტატებში 1996 წლიდან 2001 წლამდე ცხოვრობდა.

XS
SM
MD
LG