ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელი თალიბები კატარში ამერიკელ დიპლომატებს შეხვდნენ


ავღანელი თალიბები კატარში ამერიკელ დიპლომატებს შეხვდნენ
ავღანელი თალიბები კატარში ამერიკელ დიპლომატებს შეხვდნენ

თალიბანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით ავღანელი თალიბები კატარში ამერიკელ დიპლომატებს შეხვდნენ მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბების და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მიზნით.

თალიბანის რელიგიური პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორის მაულავი ქალამუდდინის განცხადებით მოლაპარაკებებში მონაწილეობას თალიბთა მაღალი რანგის ოფიციალური პირები იღებენ, მათ შორის ამ ორგანიზაციის ლიდერის მულა ომარის ყოფილი პირადი მდივანი.

მაულავი ქალამუდდინის განცხადებით მოლაპარკების ერთ-ერთი საკითხი კუბაში მდებარე გუანტანამოს ციხიდან თალიბი პატიმრების განთავისუფლება იქნება. თალიბანის წარმომადგენლის თქმით დელეგაციის წევრები კატარში პაკისტანიდან ჩავიდნენ, რაც იმის დასტურია, რომ ისლამაბადი აქტიურად უჭერს მხარს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

ამასობაში ავღანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში მოლაპარაკების მეორე ნაწილი გაიმართება, რომლის დროსაც თალიბებთან ავღანეთში მიმდინარე მრავალწლიანი ომის დასრულების შესახებ იმსჯელებენ.

XS
SM
MD
LG