ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი თალიბანს მშვიდობისკენ მოუწოდებს


პაკისტანი თალიბანს მშვიდობისკენ მოუწოდებს
პაკისტანი თალიბანს მშვიდობისკენ მოუწოდებს

გილანიმ ავღანურ დაჯგუფებებს შიდა ავღანური მოლაპარაკებების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

პაკისტანი ავღანურ თალიბანს მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს, რომელიც ქვეყანაში 10 წლიან ომს დაასრულებს. ამ განცხადებით, თალიბანს დღეს პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ მიმართა. თალიბანთან ერთად მისი განცხადების ადრესატი სხვა დაჯგუფებებიც იყვნენ, მათ შორის, ჰიზაბ ისლამის ორგანიზაცია.

გილანიმ ავღანურ დაჯგუფებებს შიდა ავღანური მოლაპარაკებების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა, რამაც ქვეყანაში შერიგების და მშვიდობის საფუძველი უნდა შექმნას.

კვირის დასაწყისში ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ თალიბანის ხელმძღვანელობას პირდაპირ მოლაპარაკებებზე მიიწვია, თუმცა თალიბანმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.

XS
SM
MD
LG