ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში კვლავ მსხვერპლია


დაღუპულთა უმრავლესობა მეამბოხეები არიან.

პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პაკისტანის თალიბანის წარმომადგენელმა დღეს საინფორმაციო სააგენტოებს დაურეკა და თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა. აფეთქება ტირას ველზე მდებარე მეჩეთში მოხდა, რომელსაც მეამბოხე დაჯგუფება ლაშქარ ე-ისლამი აკონტროლებს.

პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა უმრავლესობა მეამბოხეები არიან. პაკისტანის თალიბანი და ლაშქარ ე-ისლამი უკვე რამდენიმე ხანია ერთმანეთს ებრძვიან ტირას ველზე კონტროლის დასამყარებლად.

XS
SM
MD
LG