ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამინდის ექსტრემალური ცვლილებები


დედამიწაზე მიმდინარე კლიმატური ცვლილებების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, ექსპერტების აზრით, შესაძლოა ატმოსფეროში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვის გაზრდა იყოს.

უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე გლობალურმა დათბობამ დედამიწაზე კლიმატური ცვლილებები გამოიწვია, რაც უჩვეულოდ მაღალ ტემპერატურაში და ატმოსფერული ნალექების ზრდაში გამოიხატება. ნათქვამია, კლიმატური ცვლილებების საერთაშორისო საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

2011 წელს ჭირვეული ამინდების ტალღამ მთელ მსოფლიოს გადაუარა. როგორც არკანზასის შტატის ქალაქ ცინცინატის მაცხოვრებელი ბილ ვინგი ამბობს:“ ისეთი ძლიერი ქარები იყო, რომელსაც მატარებლის მოახლოებისას გრძნობ. ჩვენს ირგვლივ ყველაფერი ირყეოდა, როგორც მიწისძვრის დროს ხდება ხოლმე.“

შარშან შეერთებულ შტატებში 1600 ტორნადო დააფიქსირეს. ტაილანდში ჩვეულებრივზე 80%-ით მეტი ნალექი მოვიდა, რამაც ქვეყნის დედაქალაქის დატბორვა გამოიწვია. 2010 წელს კი რუსეთში უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი ზაფხული იყო.

კლიმატური ცვლილებების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის რაჯენდრა პაჩაურის განცხადებით:“ სრულიად აშკარაა, რომ ცხელი ამინდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩვეულებრივი ამბავი გახდა, ატმოსფერული ნალექების მომატებასთან ერთად.“

აღნიშნული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად ტემპერატურის მატება კვლავაც გაგრძელდება. რაჯენდრა პაჩაურის განცხადებით:“ მომავალში მოსალოდნელია ძლიერი სიცხეების გახშირება. თუ ამჟამად ტემპერატურის უჩვეულო მატება ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ხდება, ამ საუკუნის მიწურულს ეს მოვლენა ყოველ მეორე წელს განმეორდება.“

დედამიწაზე მიმდინარე კლიმატური ცვლილებების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, ექსპერტების აზრით, შესაძლოა ატმოსფეროში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვის გაზრდა იყოს. რაჯენდრა პაჩაურის განცხადებით უახლოეს მომავალში ჩვენს პლანეტას კიდევ უფრო მეტი გვალვები, ქარიშხლები და გადაუღებელი წვიმები დაატყდება თავს. მისი თქმით:

“ ამ მოვლენების გამო აუცილებელია სათბური გაზების გამონაბოლქვის პროცესის სტაბილიზაცია მოხდეს.“

კლიმატური ცვლილებების მიერ მიყენებულმა ზარალმა ყოველწლიურად 80 მილიარდ დოლარს მიაღწია. საერთაშორისო საბჭოს განცხადებით, ბუნებრივი კატაკლიზმების გამო ყველაზე მეტად განვითარებადი და ღარიბი სახელმწიფოები ზარალდებიან, რადგან მათ უფრო ნაკლები საშუალება გააჩნიათ სტიქიასთან საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG