ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ქალაქებში კვლავ ტორნადოებია


სავარაუდოდ დღეს ტორნადოები ამერიკის სამხრეთში მდებარე ტეხასის შტატში დაიწყება

ამერიკის ცენტრალურ შტატებს დღეს ათობით ქარბორბალა დაატყდა თავს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი ადამიანი.

ოფიციალური პირების განცხადებით, ყველაზე ძლიერი ტორნადო ქალაქ ვუდვოორდში მოხდა. კანზასის, აიოვას, ნებრასკასა და ოკლაჰომას შტატებში შაბათს 60-მდე ტორნადო დაფიქსირდა.

მეტეოროლოგების ცნობით, ექსტრემალური ამინდი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. სავარაუდოდ დღეს ტორნადოები ამერიკის სამხრეთში მდებარე ტეხასის შტატში დაიწყება და უკიდურეს ჩრდილოეთში, კანადის საზღვრამდე მიაღწევს.

XS
SM
MD
LG