ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების წინ თურქეთში 14 ადამიანი დააკავეს


თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ანანდოლუ" იუწყება, რომ დედაქალაქ ანკარაში სამართალდამცავებმა 14 ადამიანი დააკავეს. სააგენტოს ცნობით, დაკავებულები დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან და ისინი არჩევნების დღეს აფეთქებებს გეგმავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თოთხმეტივე დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ისინი ანკარაში ერთდროულად ჩატარებული რეიდების დროს აიყვანეს.

ბოლო წლებში "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქეთში რამდენიმე აფეთქება მოაწყო. ბოლოს აფეთქება გასულ წელს, სტამბოლის ღამის კლუბში მოხდა, სადაც 39 ადამიანი დაიღუპა.

თურქეთი კვირას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს მართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG