ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთიანი ყარაბაღის მეორე ომიდან 1 წელი გავიდა


აზერბაიჯანსა და სომხეთში მთიანი ყარაბაღისთვის 6-კვირიანი ომის წლისთავს აღნიშნავენ. გასულ წელს ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე კონტროლი აზერბაიჯანმა დაიბრუნა. შეტაკებებს ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯენელებს შორის 6 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვეროლა.

აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა ბაქოში ჩატარებულ აღლუმში მონაწილეობა დაღუპული თანამებრძოლების ფოტოებით ხელში მიიღეს. ერევანში კი ათასობით ადამიანი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანიც იერაბლურის სამხედრო სასაფლაოზე მივიდა და დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.

მთიან ყარაბაღს 1994 წლის შემდეგ ეთნიკურად სომხები აკონტროლებდნენ. გასულ წელს გამწვავებული კონფლიქტი კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. ამ შეთანხმების მიხედვით, რომელიც რუსულმა მხარემ შეიმუშავა, ფაშინიანი მთიან ყარაბაღისა და მომიჯნავე ტერიტორიების კონტროლის აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემას დათანხმდა. რეგიონში კი 2 000 რუსი მშვიდობისმყოფელი განლაგდა.

სომხეთის განცხადებით, გასული წლის ომს 3 700 ადამიანი შეეწირა, აზერბაიჯანული მხარე კი 2 900 ადამიანის მსხვერპლზე საუბრობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG