ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სროლა ყარაბაღში - მოკლულია ერთი სამხედრო მოსამსახურე


რუსეთის შუამავლობით დადებული ე.წ. სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად თვეებია ყარაბაღში ესკალაცია იზრდება. შეთანხმების შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არაერთი შეტაკება მოხდა. დღეს გავრცელებული ცნობით ბოლო დაპირისპირებას მხარეებს შორის რამდენიმე საათის წინ ქონდა ადგილი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანული მხარის თავდასხმას ერთი სომეხი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. სამინისტროს ცნობით, შემთხვევა მთიან ყარაბაღში მაშინ მოხდა, როდესაც სომხეთის არმია საზღვარზე გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ ეს იყო საპასუხო ცეცლი და ოთხშაბათ სომხეთის მხრიდან მომხდარი თავდასხმის დროს მათი ერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

ყარაბაღის კონფლიქტი უკვე წლებია მიმდინარეობს, დაპირისპირებამ მხარეებს შორის პიკს გასული წლის ზაფხულში მიაღწია, როცა ორ ქვეყანას შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება დაიწყო. ომს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმე სოფელი კი თითქმის სრულად განადგურდა.

რამდენიმე თვიანი ომის შემდეგ მხარეებმა რუსეთის ჩართულობით შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის შედეგადაც რეგიონში რუსი და თურქი სამშვიდობოები გამოჩდნენ.

სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ანკლავის დიდი ტერიტორია დათმო. აზერბაიჯანმა კი წლების განმავლობაში არსებული წინააღმდეგობის შემდეგ ყარაბაღში რუსი სამხედროების შესვლაზე თანხმობა განაცხადა. მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო დონეზე აზერბაიჯანის ნაწილად არის მიჩნეული, თუმცა მას სომხეთი აკონტროლებდა.

ახალი შეთანხმების მიუხედავად მხარეებს შორის შეტაკებები გრძელდება და ეტაპობრივად მხარეები დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

შეთანხმების შემდეგ, რომელიც გასული წლის მიწურულს დაიდო სომხეთში დიდი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ სომხეთმა „კაპიტულაცია“ გამოაცხადა და პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდა. აქციების ფონზე ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გაიმართა სადაც კვლავ ნიკოლ ფაშინანმა გაიმარჯვა.

ყარაბაღში ვითარებას ამ დრომდე რუსი და თურქი სამხედროები აკონტროლებენ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG