ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთი ტიბეტელი დაიღუპა


ჩინეთის იმპერიალისტური პოლიტიკის პროტესტის მიზნით თავი კიდევ ერთმა ტიბეტელმა ბერმა დაიწვა

სიჩუანის პროვინციის ამდოს რეგიონში თვითდაწვის კიდევ ერთი შემთხვევის შედეგად 28 წლის ლობსან ტოკმე გარდაიცვალა. მან მონასტრის წინ ბენზინი გადაისხა და ცეცხლი მოიკიდა. ბერებმა ის ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ის მოგვიანებით დაიღუპა.

საავადმყოფოში უსაფრთხოების დიდი შენაერთი მივდა და მისი ნეშთი ოჯახის წევრების, მონასტრის მსახურთა და ახლობლების პროტესტის მიუხედავად გაურკვეველი მიმართულებით წაიღო.

მარტის შუა რიცხვებში ტიბეტელები 2008 წლის სისხლიანი ამბოხის 5 წლისთავს აღნიშნავენ. მას შემდეგ ჩინეთის რეპრესიების პროტესტის ნიშნად თავი 100-ზე მეტმა ტიბეტელმა მონაზონმა დაიწვა.
XS
SM
MD
LG