ჩინურ მედიაში შემდეგი კადრები გავრცელდა: ჰოსპიტალში მყოფი ტიბეტელი მონაზონი, რომელიც თვითდაწვის შემდეგ სასწაულებრივად გადარჩა, საკუთარი პროტესტის შესახებ ყვება. მისი თქმით, გადაწყვეტილება სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკის ხმის გადაცემას უყურა. მასში ტიბეტელთა თვითდაწვის ფაქტების შესახებ იუწყებოდნენ.
მასთან ინტერვიუ ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ „სი-სი თივი“ დოკუმენტურ ფილმში ჩართო, რომელიც 4 თებერვალს აჩვენეს. ფილმი ტიბეტის დევნილ მთავრობას მონაზვნების მიერ თვითდაწვის ფაქტების ორგანიზებაში და მათ წაქეზებაში ადანაშაულებს.
ამერიკის ხმის დირექტორმა, დევიდ ენსორმა ბრალდებებს „აბსურდი“ და „სრული სიყალბე“ უწოდა. მან ჩინურ მედიას მოუწოდა უკან წაიღოს დაუსაბუთებელი ბრალდებები. ორივე, ამერიკის ხმის ინგლისური განყოფილების რედაქცია და ტიბეტური სამსახური აცხადებს, რომ ისინი 2009 წლის შემდეგ მუდმივად აშუქებენ ჩინეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიებს ტიბეტში და ტიბეტელთა საპროტესტო აქციებს, მათ შორის თვითდაწვის ფაქტებსაც, რაც მათი პროფესიული მოვალეობის შემადგენელი ნაწილია.
“თვითდაწვის ფაქტები ტრაგიკულია და ტიბეტელთა განწირულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ჩვენ მათ შესახებ ვიუწყებით, მაგრამ რა თქმა უნდა, არ ვახალისებთ მათ“ - აღნიშნავს ამერიკის ხმის დირექტორი დევიდ ენსორი.
ოფიციალურმა გაზეთმა „ჩაინა დეილი“ ამერიკის ხმა გაურკვეველი სახის საიდუმლო კოდების გადაცემაშიც კი დაადანაშაულა, რომელთა ავტორად ტიბეტელთა სასულიერო ლიდერს, დალაი ლამას მოიაზრებენ.
„ეს ყველაზე უფრო გასაოცარი ნაწილია „სი-სი თივის“ მთელ მონათხრობში. რა გითხრათ, ეს ვერსია სულ მთლად აბსურდულია“ - აცხადებს დევიდ ენსორი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინელები მსგავს ბრალდებებს აყენებენ. ანალოგიური რამ მოხდა 2008 წელს, ტიბეტში გაძლიერებული ანტისამთავრობო გამოსვლების და მის დედაქალაქში მოწყობილი მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ. ტიბეტის სამსახურის თავმჯდომარე, ლოსან გუაცო ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ახალი ამბები არასოდეს გასულა დალაი ლამას ან რომელიმე დევნილი ტიბეტელის გავლენით. ამასთან, ამერიკის ხმის ჟურნალისტების მიერ მომზადებული რეპორტაჟები ყოველთვის იყო დაბალანსებული ჩინეთის ხელისუფლების პოზიციის დაფიქსირებითაც.
„ჩვენ ავტონომიური მაუწყებლობა გვაქვს. ამერიკის ხმას და ტიბეტურ რედაქციას შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს. არასოდეს ვექცევით რომელიმე გარეშე სააგენტოს, მათ შორის დალაი ლამას ოფისის, ან ტიბეტის დევნილი მთავრობის გავლენის ქვეშ“ - აღნიშნავს ტიბეტური განყოფილების რედაქტორი.
ჩინეთში თვითდაწვის 100-მდე ფაქტი დაფიქსირდა. ტიბეტელებისთვის ეს რელიგიურ დევნაზე პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ჩინეთის მთავრობა ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს. ტელევიზიით გადაცემული ფილმში ჟურნალისტები სახელმწიფო მედიის წარმომადგენლები არიან. ტიბეტში უცხოელ ჟურნალისტთა შესვლა ჯერ კიდევ აკრძალულია.