ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიბეტელებმა აჯანყების თარიღი აღნიშნეს


კატმანდუში პოლიციამ დემონსტრანტებს აქციის მოწყობაში ხელი შეუშალა

ტიბეტელებმა აზიის რამდენიმე ქალაქში ჩინეთის მმართველობის წინააღმდეგ 54 წლის წინ მომხდარი აჯანყების აღსანიშნავი დემონსტრაციები მოაწყვეს. დელიში და ტიბეტში რამდენიმე ასეულმა ტიბეტელმა მშვიდობიანი საპროტესტო მარშით აღნიშნა 1959 წელს ჩახშობილი ამბოხი.

ინდოეთის ქალაქ დარმსალაში, სადაც სამშობლოდან დევნილი ტიბეტის მთავრობა იმყოფება, პოლიციამ თვითდაწვის ინციდენტი აღკვეთა. კატმანდუში პოლიციამ დემონსტრანტებს აქციის მოწყობაში ხელი შეუშალა. იქ, ნეპალში დაახლოებით 20 ათასამდე ტიბეტელი ცხოვრობს.

ჩინეთი ტიბეტის დამოუკიდებლობას არ სცნობს და აცხადებს, რომ ტერიტორია საუკუნეების მანძილზე ჩინეთის განკარგულებაში იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG