ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ეკონომიკამ გამძლეობა გამოიჩინა, მაგრამ კეთილდღეობის დაბრუნებამდე შეიძლება გრძელი გზა იყოს


რუსეთის ეკონომიკამ, გასულ წელს დაწესებული მძიმე დასავლური სანქციების ფონზე, მოულოდნელი სიცოცხლისუნარიანობა გამოავლინა, მაგრამ კონფლიქტის წინა პერიოდის კეთილდღეობაში დაბრუნება შეიძლება ძალიან შორს იყოს იმ დროს, როდესაც მთავრობის ხარჯები სამხედრო სექტორისკენ არის მიმართული.

ერთი წლის წინ, როდესაც მოსკოვმა ჯარი უკრაინაში გაგზავნა, შიდა პროგნოზებითაც კი, 2022 წელს ეკონომიკა 10 პროცენტზე უფრო მეტად უნდა შეკუმშულიყო და იმაზე უფრო მკვეთრი ვარდნა უნდა ეჩვენებინა, როდესაც საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა, ან როგორც 1998 წლის ფინანსური კრიზისის დროს იყო. მაგრამ რუსეთის სტატისტიკის სააგენტო „როსსტატის“ პირველი შეფასება, გასული წლისთვის უფრო ზომიერ, 2.1 პროცენტით შეკუმშვას აჩვენებს.

პრეზიდენტმა პუტინმა თავის მიმართვაში განაცხადა: „რუსეთის ეკონომიკამ და მართვის სისტემამ დაამტკიცა რომ ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე დასავლეთს წარმოუდგენია... მათი გათვლები არ გამართლდა.“

ენერგო-ექსპორტზე მაღალმა ფასებმა შეარბილა დარტყმა, რომელიც რუსეთის ეკონომიკური იზოლაციისკენ მიმართულ სანქციებს მოჰყვა. რუბლი შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გამყარდა. იმპორტის ჩამოშლამ, სარეკორდო აქტიური სავაჭრო სალდო გამოიწვია.

მოსკოვი ნავთობის და გაზის ექსპორტისთვის აზიაში ახალ ბაზრებს პოულობს და ე.წ. „რუხი“ იმპორტის სქემით, სამომხმარებლო საქონლით მომარაგება შეინარჩუნა. ის სულ უფრო შორდება დასავლურ ბაზრებს, რომელიც მის პოსტ-საბჭოთა ეკონომიკურ ზრდას დაეხმარა და შიდა ბაზრისკენ იხრება.

პუტინმა რუსული ბიზნესის ელიტას რუსეთში ინვესტირება ურჩია და ამბობს, რომ მათი იახტების და მამულების დაკარგვას, უბრალო რუსების თანაგრძნობა არ გამოუწვევია.

XS
SM
MD
LG