ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საერთაშორისო ამნისტია" საქართველოს მთავრობას მიმართავს


გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველზე.

„მიუღებელია თავდასხმები საქართველოს ომბუდსმენის წინააღმდეგ, რომელიც ასრულებს საკუთარ საქმეს ადამიანის უფლებების დასაცავად. მთავრობამ პატივი უნდა სცეს და არ შეაფერხოს უფლებადამცელი ინსტიტუტების მუშაობა და განახორციელოს მათი რეკომენდაციები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტიზაციის მიზნით“ - წერია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ „ტვიტერზე“ გაავრცელა.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრებმა და ლიდერებმა დღეს საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.

მმართველი გუნდის წევრებმა ასევე ეჭვქვეშ დააყენეს სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნა, სადაც ექიმებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოდან მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ გადაეყვანათ მრავალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.

სააკაშვილი ამ დროისთვის გლადნის ციხის სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მან ცოტა ხნის წინ გონება დაკარგა და წაიქცა. ის შეხვედრების ოთახიდან საკაცით რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ამ დრომდე მთავრობა არ ცვლის პოზიციას და მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში არ გადაჰყავს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას შესაძლო პროვოკაციებიდან და საფრთხეებიდან გაომდინარე არ იღებენ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG