ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საერთაშორისო ამნისტია" ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ გამყოფ ხაზებს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს


არასამთავრობო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “საერთაშორისო ამნისტია” ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც რუსეთისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ გამოყოფი ბარიერების აღმართვის შედეგად, აფზახეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა მწვავე დარღვევებზე საუბრობს.

ორგანიზავცის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა მარი სტრუზერსმა განაცხადა, რომ “რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. აფზახეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან მცხოვრები ათასობით ადამიანი უკანონო დაკავების რისკის ქვეშაა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ გამყოფი ხაზის გადაკვეთას ნათესავების სანახავად, სასოფლო- სამეურნეო მიწების დასამუშავებლად თუ ჯანმრთელობის სერვისებით სარგებლობისთვის. ადგილობრივი სასოფლო თემები მოწყვეტილი არიან შემოსავლის ძირითად წყაროს და სათანადო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან სხვა ასპექტებს.”

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ „რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა ძალამ, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლოსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.”

2018 წლის ბოლოსთვის, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებს ფიზიკური ბარიერები 34 სოფელში ჰქონდათ გავლებული, რამაც ადგილობრივებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მახლობლად მდებარე „კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე“ წვდომა დააკარგვინა. დაახლოებით 800-დან 1000-მდე ოჯახმა დაკარგა წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.

მარი სტრუზერსმა ასევე განაცხადა, რომ “რუსეთის ხელისუფლებამ და დე ფაქტო მთავრობებმა უნდა გახსნან დაკეტილი გადასასვლელები და შეამსუბუქონ ადმინისტრაციული ხაზის კვეთის რეჟიმი სამოქალაქო პირებისთვის. გადაადგილების თავისუფლებაზე რაიმე სახის შეზღუდვების ამოქმედება უნდა იყოს მკაცრად აუცილებელი და მხოლოდ რეალური უსაფრთოებისა და სამხედრო საჭიროებებით განპირობებული.”

“საერთაშორისო ამნისტიას” საქართველოს მთავრობისადმიც აქვს რეკომენდაციები. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მთავრობამ უნდა გამოუყოს საკმარისი დამხარება იმ ოჯახებს, რომელთა ეკონომკურ და სოციალურ უფლებებზე უარყოფითად იმოქმედა “ბორდერიზაციამ,” მათ შორს, მათ ვინც სახნავ-სათესი მიწები დაკარგეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG