ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკის დიდებულება" - თეთრი სახლის საშობაო სამზადისი


ამერიკაში, კოდივ-19-ის პანდემიის მიუხუედავად, საშობაო სამზადისი მიმდინარეობს. მელანია ტრამპმა ვიდეო გაავრცელა, რომელიც თეთრი სახლის საშობაო მორთულობას ასახავს.

წელს, დეკორაციების თემა პირველი ლედის გადაწყვეტილებით "ულამაზესი ამერიკაა". მელანია ტრამპის განცხადებით ის შეეცადა ხაზი გაესვა შეერთებული შტატების "დიდებულებისთვის". თეთრი სახლის დეკორაციების სამზადისში გასული წლების მსგავსად აქტიურად იყო ჩართული ამერიკის ეროვნული პარკის შესაბამისი სამსახურიც.

თეთრი სახლის ლურჯ ოთახში, მელანია ტრამპის გადაწყვეტილებით, ვირჯინიიდან ვაშინგტონში ჩამოტანილი ნაძვი განთავსდა. სათამაშოები და დეკორაციები სრულად ხელნაკეთია და ისინი სხვადასხვა შტატში მცხოვრებმა ბავშვებმა დაამზადეს. ახალგაზრდებს ჰქონდათ დავალება შეექმნათ ისეთი ნივთები, რომელიც მათი შტატის სილამაზეს წარმოაჩენდა.

თეთრი სახლის წითელი ოთახის მორთულობა კი მთლიანად მეხანძრეებს, მაშველებს, ექიმებს და პანდემიიის წინა ხაზზე მებრძოლ ადამიანს მიეძღვნათ.

ამ დროისთვის შტატებში ინფიცირებულია 13 მილიონზე მეტი ადამიანი. 266 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

გასული წლების მსგავსად, წელს საშობაოდ თეთრ სახლში უამრავი ტკბილეული დამზადდა. საერთო ჯამში, 181 კილოგრამის ოდენობის შოკოლადები და ნამცხვრები.

საშობაოდ გაფორმდა "ვარდების ბაღიც", რომლის სრული რეკონსტრუქცია მელანია ტრამპის ხედვის შესაბამისად მოხდა. ამ ბაღს ამერიკაში პირველი ლედის ბაღსაც უწოდებენ.

პანდემიის მიუხედავად ამერიკა შობა-ახალი წლისთვის ემზადება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:04 0:00

ეს თეთრ სახლში, ტრამპების ოჯახისთვის რიგით მეოთხე და ბოლო შობა იქნება. თუმცა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ დრომდე დაჟინებით აცხადებს, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა. არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ხელისუფლების გადაბარების პროცესში არიან ჩართულნი. ახალი წლების შემდეგ, 2021 წლის 20 იანვარს ჯო ბაიდენი ფიცს დადებს.

თეთრი სახლის საშობაო მორთულობაში 62 ნაძვის ხე, 106 საახალწლო სათამაშო, 366 მეტრი გირლიანდი და 3200-ზე მეტი ნათურაა გამოყენებული. საახალწლო გაფორმებაში სხვადასხვა შტატიდან ათობით მოხალისე იყო ჩართული.

"ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მე მქონდა პატივი და შესაძლებლობა მთელს ქვეყანაში მემოგზაურა და მენახა შესანიშნავი ადგილები, გამეცნო პატრიოტი ამერიკელები. სანაპიროდან-სანაპირომდე კავშირი ამერიკელებს შორის ტრადიციებზე, ღირებულებებსა და ისტორიაზე გადის. სწორედ ეს იყო მთავარი და ამიტომ ავირჩიე წელს თეთრი სახლის ამ თემატიკის საშობაო მორთულობა,"- წერია პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.

ამერიკაში თეთრი სახლის საშობაო მორთულობა ტრადიციაა. დეკორაციებზე პირველი ლედი ზრუნავს. ტრადიციას საფუძველი, 1961 წელს, ჟაკლინ კენედიმ ჩაუყარა, როცა თეთრი სახლი საახალწლოდ "მაკნატუნას" შთაგონებით მორთო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG