ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შობა-ახალი წელი ტეხასში


მექსიკური კულტურის ელემენტები და კოვბოური ტრადიციები ტეხასურ საშობაო სეზონს განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:23 0:00
ბმული
ტეხასის სიმბოლო, ვარსკვლავი, იმ საახალწლო ნაძვის ხესაც ამშვენებს, რომელსაც ქალაქ ალამოში დგამენ. ეს ტეხასელ ამბოხებულებს და მექსიკის არმიას შორის 1836 წელს გამართული შეტაკებების ადგილია. თუმცა, დეკემბრის ცივ საღამოს შეკრებილებს წარსული მტრობის გახსენებას, მშვიდობაზე და ჰარმონიაზე სიმღერა ურჩევნიათ.

წარმოშობის მიუხედავად, საშობაოდ აქ მექსიკურ კერძებს ამჯობინებენ.
ტამალეს და მენუიდოს ვამზადებთ“ - ამბობს ტეხასელი მამაკაცი.
„შობაზე ტამალეს ვამზადებთ, სიმინდის და ხორცის კერძს. ინდაურს არ ვწვავთ, როგორც კინოფილმებშია ხოლმე. შეიძლება ჩრდილოეთის შტატებში იციან, მაგრამ ტეხასში - არა“ - ეს ალამოელი ქალბატონია.

აქაურობა სადღესასწაულოდ არის მორთული და ძალიან ლამაზია. მაგრამ სიცივის გამო წელიწადის ამ დროს გარეთ უმეტესად არ ვახშმობენ. ქალაქელები მზიან ამინდში მომცრო დასახლება -ბანდერას- სტუმრობენ ხოლმე, რომელიც საკუთარ თავს კოვბოების დედაქალაქს უწოდებს.

კოვბოების ერთ-ერთი ძირითადი თავშეყრის ადგილი ბანდერაში გამომავალი გაზეთის „ბანდერა ფრონტიერ თაიმსის“ მუზეუმია. ლუ პიტერბო ნამდვილი კოვბოია. მას ბანდერას განაპირა რაიონში ცხენების ფერმა აქვს. „საშობაოდ ცხენებს ვაშლს და სტაფილოს ვაძლევ. მართალია ვერ გაიგებენ, თუ რატომ არის ეს დღე გამორჩეული, მაგრამ საჭმელი რომ მოსწონთ, ფაქტია“ - ამბობს ლუ.

ბანდერაში განსაკუთრებით კარგად ჩანს ის, რომ კოვბოებს ლექსი და სიმღერა გამორჩეულად უყვართ. ლი ჰეილი მუზეუმში მოსულებს კლასიკური ლექსის -„შობის ღამე“ კოვბოურ ინტერპრეტაციას სთავაზობს. ლი ნამდვილ რანჩოზეა გაზრდილი, როგორც თვითონ ამბობს, დიდ ოჯახში. „შობა გრანდიოზული თავშეყრის დრო იყო ხოლმე. რანჩოზე ვიკრიბებოდით. ნათესავები, ახლოს ცხოვრობდნენ, თუ შორს, ყველა შინ ბრუნდებოდა და შობის დღესასწაულს ერთად ავღნიშნავდით“ - ყვება ლი.

ცენტრალურ ტეხასში ახლა იმ დიდი რანჩოების მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა. ლი ამბობს, რომ ისინი კოვბოური ტრადიციების შემონახვას მაქსიმალურად ცდილობენ. მისი თქმით, ტურისტები არ აკლიათ:
„ჩამოდიან გერმანიიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან. ჩაიცმევენ ხოლმე კოვბოურ ტანსაცმელს და ასე ცდილობენ ჩვენი კულტურის და ისტორიის გაცნობას“.

ასეთია საშობაო სეზონი ტეხასის შტატის ცენტრალურ ნაწილში, მექსიკური სამზარეულოთი და კოვბოური ტრადიციებით გამდიდრებული.
XS
SM
MD
LG