ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-ყაიდამ ახალი აუდიო მასალა გამოაქვეყნა


ალ-ყაიდამ ახალი აუდიო მასალა გამოაქვეყნა

მასალაში ოსამა ბინ ლადენი მიესალმება ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს

ალ-ყაიდამ ახალი აუდიო მასალა გამოაქვეყნა, სადაც ამ ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი ოსამა ბინ ლადენი მიესალმება ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს.

ისლამურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ 12 წუთიან გადაცემაში სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ოსამა ბინ ლადენი ეგვიპტესა და ტუნისში მომხდარ რევოლუციებს იმედის თვალით უყურებს და ამბობს, რომ ცვლილებები მთელს მუსულმანურ სამყაროს მოედება.

ის არაფერს ამბობს ლიბიაში, სირიაში, ბაჰრეინსა და იემენში მიმდინარე სახალხო აჯანყებებზე, თუმცა დემონსტრანტებს ტირანების დამხობისკენ მოუწოდებს. ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ გამოქვეყნებულ აუდიო მიმართვაში ალ-ყაიდას ყოფილი ლიდერი არაბ ლიდერებს ძალაუფლების უზურპაციასა და საკუთარი პერსონების გაკერპებაში სდებს ბრალს, რასაც ისინი მედიის დახმარებით ახერხებენ.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერილ მიმართვაში ოსამა ბინ ლადენი მუსლიმ ახალგაზრდებს რევოლუციური მოძრაობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG