ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სულ ცოტა 73 ადამიანი დაიღუპა ალეპოში


ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ მებრძოლებსა და სირის მთავრობას შორის გამართულ შეიარაღებულ დაპირისპირებას ქალაქ ალეპოსთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში სულ ცოტა 73 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას ბრიტანეთში დაფუძნებული უფლებადამცველი ჯგუფი ავრცელებს.

სამთავრობო ძალებთან თითქმის ერთდღიანი უწყვეტი ბრძოლის შემდეგ ჯიჰადისტებმა სოფელი ხან ტუმანი ხელახლა დაიკავეს.

სოფელი ალეპოდან სამხრეთით, დაახლოებით 15 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ის სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიაა, დამასკო-ალეპოს გზატკეცილთან ახლოს მდებარეობის გამო. გზატკეცილი სირიის დედაქალაქ დამასკოს ალეპოსთან ერთად, სირიის დასავლეთ ნაწილში სხვა დიდ ქალაქებთან აკავშირებს.

XS
SM
MD
LG