ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტემ "ალ-ჯაზირას" კიდევ ერთი ჟურნალისტი დააკავა


ალ-ჯაზირა
ალ-ჯაზირა

ოფიციალური ეგვიპტე ადასტურებს, რომ „ამბოხისკენ მოწოდების“ ბრალდებით, იქ „ალ-ჯაზირას“ პროდიუსერი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, დაკავებული ჟურნალისტის სახელი მაჰმუდ ჰუსეინია. ის პარასკევს ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით იქნა აყვანილი.

„ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ჰუსეინის დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული, ბრალდება კი მოგონილია. ტელეკომპანია ასევე აცხადებს, რომ ეგვიპტეში პროდიუსერის დაკავება ყატარის მიერ დაფინანსებული „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის გაგრძელებაა.

ეგვიპტის მთავრობა მედია-კომპანიას აკრიტიკებს და ამის მიზეზად 2011 წელს, არაბული გაზაფხულის მოვლენების და პრეზიდენტი მოჰამედ მორსის ჩამოგდების მიკერძოებულ გაშუქებას ასახელებს.

XS
SM
MD
LG