ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა აჰმადინეჟადზე


ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებს, რომ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადზე დღეს ხელყუმბარით თავდასხმა განხორციელდა.

კონსერვატული ირანული ვებ გვერდი ხაბარონლაინის განცხადებით, ბატონი აჰმადინეჟადი უვნებელი გადაურჩა თავდასხმას, რომელიც ჰამედანის რეგიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხელყუმაბარა საპრეზიდენტო ავტოკოლონის გადაადგილებისას აფეთქდა.

ხაბარონლაინის მიერ გაკეთებული განცხადება პრეზიდენტის ოფისში ერთ-ერთ წყაროს ეყრდნობოდა, სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური კი უარყოფს თავდასხმის ფაქტს.

XS
SM
MD
LG