ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი თალიბანთან მოლაპარაკებას იწყებს


ავღანური ძალები მთელ ქვეყანაზე იღებენ პასუხისმგებლობას

შეერთებული შტატები ყატარში ავღანური თალიბანის წარმომადგენლებთან მოლაპრაკებას გამართავს. შეხვედრა თალიბანის ახალ ოფისში მოხდება, რომელიც ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიხსნა. შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მოლაპარაკება უახლოეს დღეებში გაიმართება.

ამავდროულად, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ავღანეთის სამხედრო ძალები მთელი ქვეყნის უსაფრთხოებაზე იღებენ პასუხისმგებლობას. საერთაშორისო კოალიციის მიერ ავღანური ძალებისთვის პასუხისმგებლობის გადაბარების ცერემონია ქაბულში გაიმართა.
XS
SM
MD
LG