ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოალიციის ჯარები თალიბანთან ბრძოლის მზადყოფნაშია


საგაზაფხულო სეზონზე თალიბანს პირველად წინააღმდეგობას ავღანური ეროვნული ჯარიც გაუწევს

შეერთებული შტატები და კოალიციის წევრები საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან მას შემდეგ, რაც ამ კვირაში თალიბანის მეამბოხეებმა ყოველწლიური საგაზაფხულო ბრძოლის სეზონი გახსნილად გამოაცხადეს.

მებრძოლების განცხადება აუდიო საშუალებით გავრცელდა. თალიბანის ლიდერები მძლავრი საგაზაფხულო ოპერაციისთვის ემზადებიან. სამიზნეს მათი თქმით „დასავლელი ოკუპანტები“ წარმოადგენენ. აქ იგულისხმება კოალიციის ის წევრი ქვეყნები, რომლებიც ავღანეთში დისლოცირებული ძალების შემცირებას იწყებენ.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეგელმა, რომელიც ავღანეთში მარტის თვეში იმყოფებოდა, აღნიშნა რომ, იარსებებდა პრობლემები ავღანეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამერიკული ჯარების რეგიონიდან გასვლის შემდეგ.

ჩაკ ჰეგელი: გარდამავალი პროცესი სწორად უნდა წარიმართოს. ეს ავღანეთთან და ამერიკის მეკავშირეებთან ერთად უნდა განხორციელდეს.

ამ სეზონზე, ავღანურ ჯარებს თალიბებთან ბრძოლა პირველად მოუწევთ კოალიციის ჯარებთან ერთად, რომელსაც მხოლოდ სარეზერვო დანიშნულება ექნება.
ეს კი იმას ნიშნავს რომ, ისინი თალიბანის მებრძოლების მთავარი სამიზნე იქნებიან. მათ ზამთარში თავიანთი თავდასხმები მოულოდნელად განაახლეს.

ავღანური არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც უსაფრთხოების კუთხით მუშაობს, ავტორიტეტული დამოუკიდებელი ჯგუფია. მათი ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მათი თავდასხმა 47%-ით გაიზარდა. ბრძოლების 74 % თალიბებმა ავღანეთის ეროვნული ჯარების წინააღმდეგ აწარმოეს, ხოლო საერთაშორისო ძალებზე თავდასხმის მაჩვენებელი მხოლოდ 4%ია.

რენდის კორპორაციის ანალიტიკოსი ჯონა ბლანკი ამ საკითხზე კომენტარს აკეთებს.

ჯონა ბლანკი: თალიბანი ცდილობს ავღანურ ეროვნულ უსაფრთხოების ძალებზე ძალაუფლება იქონიოს და შიშში ამყოფოს. ისინი დიდ გათვლას არ აკეთებენ საერთაშორისო კოალიციის ან შეერთებული შტატების სამხედროებზე, რადგან როდესაც ისინი მათ ებრძვიან ეს ძალები მათ სიკვდილით პასუხობენ. მათთვის უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას, მას მერე რაც ცნობილი გახდა ჯარების გაყვანის შესახებ, რის შემდეგაც ავღანეთში კოალიციური ძალების მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩება.

შეერთებული შტატები ავღანეთში მყოფი 66 ათასიანი ჯარიდან მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყვანას 2014 წლის დეკემბრისთვის აპირებს. თუმცა რამდენს დატოვებს, ეს საკითხი ჯერ ისევ გაურკვეველია.

ამ კითხვას პასუხი შეიძლება იმის მიხედვითაც გაეცეს, თუ საგაზაფხულო ბრძოლებს როგორ გაართმევენ თავს ავღანური ჯარები.
XS
SM
MD
LG