ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ხუთი ავსტრალიელი სამხედრო დაიღუპა


ინციდენტი ავღანეთის სამხრეთში უზურგანის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა

დღეს ავღანეთში ხუთი ავსტრალიელი სამხედრო დაიღუპა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ჯულია გილარდის განცხადებით, ეს ავღანეთში ავსტრალიელი ჯარისკაცებისთვის ყველაზე მძიმე დღეა.
ნატოს განცხადების თანახმად ავღანეთის არმიის ფორმაში გამოწყობილმა კაცმა სამი ჯარისკაცი მოკლა. პრეზიდენტ კარზაის თქმით, ინციდენტი ავღანეთის სამხრეთში უზურგანის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა, რომლის დროსაც ორი ავსტრალიელი ჯარისკაცი დაიჭრა.
კიდევ ორი ავსტრალიელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო შვეულმფრენის კატასტროფის შედეგად.
ავღანეთში უკანსკნელ ხანს სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პარტიზანებმა 45 უცხოელი ჯარისკაცი მოკლეს. მარტო აგვისტოში მოჯაჰედებმა ამ მეთოდით ნატოს 15 ჯარისკაცი გამოასალმეს სიცოცლხეს, რომელთა უმეტესობა ამერიკელები იყვნენ.
XS
SM
MD
LG