ნატოს ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს ავღანეთის სამხრეთში ხუთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. საერთაშორისო უშიშროების ძალების ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი გზის პირას დამონტაჟებული იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას ემსხვერპლა. ამ ინციდენტისგან დამოუკიდებლად, კიდევ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
გზის პირას დამონტაჟებული იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება თალიბი მეამბოხეების ყველაზე გავრცელებული თავდასხმის მეთოდია.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არუღია საკუთარ თავზე.
გარდა ამისა, ლოგარის პროვინციაში დღეს ორი ამერიკელი ჯარისკაცი გაიტაცეს. ავღანეთში ამერიკული ჯარების შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯარისკაცების ადგილმდებარეობის გამჟღავნებისთვის 20 ათასი ამერიკული დოლარია ჯილდო.