ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა


ავღანეთში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა
ავღანეთში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა

ტერაქტი მოხდა ავღანეთში. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. შეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც რამდენიმე დღის წინ მოძრაობა თალიბანმა თავის მებრძოლებს მოუწოდა თავიდან აირიდონ მსხვერპლი მშვიდობინ მოსახლეობაში. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორშაბათს ბადჰის პროვინციაში პოლიციის მანქანის აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი და მათი ოჯახების ცხრა წევრი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შეტევის განხორციელებაში თალიბანი დაადანაშულა. გასულ პარასკევს კი, თალიბანის ვებგვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელიც მოძრაობის ლიდერს მულა ომარს ეკუთვნის. ის მეამბოხეებს მოუწოდებს მიიღონ ყველა ზომა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის და საკუთრების დასაცავად.

XS
SM
MD
LG