ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ, ავღანეთი და პაკისტანი უთანხმოების დაძლევას ცდილობენ


ერთობლივი ძალებით თალიბებისგან მომავალ საფრთხის გამკლავება ამ ქვეყნების მთავარი ამოცანაა

2014 წლის მოახლოებასთან ერთად შეერთებული შტატები, ავღანეთი და პაკისტანი უთანხმოების დაძლევას ცდილობენ, რათა ერთობლივი ძალებით გაუმკლავდნენ თალიბებისგან მომავალ საფრთხეს.
2014 წელს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შემდეგ, ამ ქვეყანაში საომარი მოქმედებების ესკალაციის საფრთხე არსებობს, რაც მთელი რეგიონის სტაბილობას ემუქრება.
როგორც პაკისტანელი სენატორი მუშაჰიდ ჰუსაინი ამბობს, ვაშინტონსა და ისლამაბადს შორის მოლაპარაკებების განახლება ამ ქვეყნების დაახლოების პროცესის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ: „პაკისტანს თავი ყულფში აქვს გაყოფილი და ახლა შეერთებული შტატები მის დარწმუნებას ცდილობს, რომ ავღანეთში შერიგების პროცესში ისლამაბადმა უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს.“
პაკისტანელი სამხედროები, რომლებიც წარსულში ავღანეთში მოქმედ სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს უჭერდნენ მხარს, ახლა ვაშინგტონთან დაახლოებას ცდილობენ.
ვაშინგტონის ვუდრო ვილსონის ცენტრის ანალიტიკოსის სიმბალ ხანის განცხადებით, ისლამაბადში კარგად იციან, რომ ავღანეთის დესტაბილიზაციის შემთხევაში პირველ რიგში პაკისტანი დაზარალდება:’’ პაკისტანისთვის საუკეთესო გამოსავალი ამერიკასთან დაახლოება იქნება, რადგან ავღანეთის საკითხში უთანხმოების მიუხედავად ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ არსებობს ურთიერთ თანამშრმლობის გაღრმავების შესაძლებლობა.“
ანალიტიკოსების აზრით, 2014 წლის შემდეგ ავღანეთში ამერიკის კონტრ-ტერორისტული სამხედრო კონტიგენტის დატოვება ქვეყნის უშიშროების სისტემის ჩამოშლას შეუშლის ხელს.
მაშინ როდესაც თალიბთა უმრავლესობა პაკისტანს აფარებს თავს, სიმბალ ხანი შიშობს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა მათ გააქტიურებას გამოიწვევს.
მისი თქმით:“ არსებობს საშიშროება, რომ პაკისტანი ამერიკელთა დარტყმების ობიექტი გახდეს და არა ტერორიზმთან ბრძოლაში ვაშინგტონის მოკავშირე, რაც კიდევ უფრო გაიზრდება 2014 წლის შემდეგ.“
პენტაგონის მონაცემებით ავღანეთის პარტიზანული მოძრაობა პაკისტანიდან იღებს დახმარებას. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ პირდაპირ დაადანაშაულა ისლამაბადი თალიბებთან ბრძოლის წარუმატებლობის გამო.
როგორც ანალიტიკოსი იმთიაზ გული ამბობს, საერთაშორისო საზოგადოებას კარაგად ესმის, რომ პაკისტანის გარეშე ავღანეთში ვერაფერს გახდება.
ახალახან პაკისტანმა დააკმაყოფილა ავღანეთის ხელისუფლების მოთხოვნა რამდენიმე თალიბის გათავისუფლების შესახებ. ქაბულში იმედი აქვთ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია თალიბებთან მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG