ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბების მსხვერპლი სიკვდილს გადაურჩა


მალალა იოსუფზაის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თალიბანის წევრები, რომლებმაც 14 წლის გოგონას ქალთა განათლების მოთხოვნის გამო ესროლეს, მალე ამოცნობილები იქნებიან და სამსჯავროს წინაშე წარსდგებიან.

რაჰმან მალიკმა აღნიშნა, რომ მალალა იოსუფზაის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მას ტყვია ამოუღეს და მალე უცხოეთში სამკურნალოდ გააგზავნიან.

მინისტრის განცხადებით, თალიბანის მიმართ კეთლგანწყობილმა მოსახლეობამ უნდა შეწყვიტოს დაჯგუფების მხარდაჭერა, რადგან ისლამი ბავშვების წინააღმდეგ ძალადობას კრძალავს.

პაკისტანის შეიარაღებული ძალების გენერალმა, აშფაგ კაიანმა იუსუფზაი საავადმყოფოში მოინახულა. მან თავდამსხმელებს მხდალები უწოდა და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თალიბები ბავშვებზე იძიებენ შურს.
XS
SM
MD
LG