ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში აფეთქება მოხდა


მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ მათგანს არ აუღია

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. დაჭრილთა შორის შეერთებული შტატების საკონსულოს ორი ამერიკელი და ორი პაკისტანელი თანამშრომელია. ამერიკის საელჩო ამ ფაქტს ტერორისტთა აშკარა თავდასხმას უწოდებს. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, პაკისტანის 2 მოქალაქე დაიღუპა.

თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე მანქანა საკონსულოს კუთვნილ ავტომობილს შეაჯახა, რომელიც ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. პოლიციის განცხადებით, ასაფეთქებელ ნივთიერებათა რაოდენობა 110 კილოგრამს აღემატებოდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე ტერორისტული ორგანიზაცია მოქმედებს: პაკისტანელი თალიბები, ალ-ყაიდა და ავღანურ თალიბანთან ასოცირებული სამხედრო დაჯგუფებები. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ მათგანს არ აუღია.
XS
SM
MD
LG