ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალადობა პაკისტანში ქვეყნის ეკონომიკას ასუსტებს


ქურთული ქალაქების ხელმძღვანელებმა ადგილობრივი საკონტროლო-გამშვები პუნქტები დააწესეს

პაკისტანის სამხრეთში მდებარე ქალაქი ყარაჩი, რომლის მოსახლეობაც 20 მილიონს აღემატება, ქვეყნის ეკონომიკური ცენტრია. ამასთან ერთად, ყარაჩიში ძალადობის მაჩვენებელი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. შეიარაღებული დაჯგუფებები აქ პოლიტიკურ პარტიებთანაც არიან ასოცირებული და ძალადობის აქტები ხშირად პოლიტიკურ ანგარიშსწორებასაც უკავშირდება.

პოლიტიკური მკვლელობები, ღირსების დასაცავი მკვლელობები, გატაცებები და შეიარაღებულ ბანდებს შორის ომი ყარაჩისთვის უცხო არ არის.

პაკისტანის ადამიანის უფლებების კომისიის ინფორმაციით, წელს პირველი ექვსი თვის განმავლობაში ქალაქში 1450 ადამიანი იქნა მოკლული, მათ შორის ბავშვებიც. ეს დღში საშუალოდ 6 ადამიანია.

ყარაჩი პაკისტანის შემოსავლის 50 პროცენტს აწარმოებს. ადგილობრივი ბიზნესმენი ნაიმ აჰმედი, რომელიც ყარაჩის სავაჭრო პალატის წევრია, ამბობს რომ ძალადობა ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

თუ ყარაჩიში საქმე გამართულად არ მიდის ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზარალი მარტო ყარაჩის ადგება. ეს მთელს ქვეყანას აზარალებს.

პოლიცია აცხადებს, რომ მათ საკმარისი რაოდენობის თანამშრომლები არ ჰყავთ იმისთვის, რომ წესრიგი სათანადოდ დაიცვან. ვითარებას კი ის ართულებს, რომ ქალაქში სიღარიბითა და უმუშევრობით გამოწვეული დანაშაული განსაკუთებით მაღალ დონეზეა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიები ძალადობის გამოყენებით ეკონომიკური ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ. პოლიციის უფროსი აჰმედ ფარუქი ამბობს, რომ პოლიტიკური ძალადობის აღკვეთა პოლიციის შესაძლებლობებს სცდება:

„პოლიციას პოლიტიკური ძალადობის აღკვეთა მხოლოდ დროებით შეუძლია. თუმცა, გრძელვადიანი სტაბილურობის, კანონის უზენაესობისა და ზოგადი წესრიგის მისაღწევად აუცილებელია პროცესში პოლიტიკური ძალების ჩართვა.“

არაჩიში დიდი რაოდენობით სიმდიდრეცაა და ადამიანები საკუთარი ქონების დაცვას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ იარაღით ვაჭრობას უმკაცრესი კანონმდებლობა არეგულირებს, იარაღის გაყიდვის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად აიწია. ამასთან, თავდაცვის მიზნით შეარაღებით მხოლოდ კაცები არ არიან დაინტერესებული. მაჰმუდ სალიმი ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერია:

„ნადირობისა და მიზანში სროლის გარდა ადამიანები იარაღს თავდაცვის მიზნითაც ყიდულობენ. მოიმატა იარაღის მყიდველი ქალების რაოდენობამაც, მათ შორის, ახალგაზრდა ქალებში. ისინი მოდიან და მეუბნებიან, რომ საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად სურთ, იარაღის ტარებაზე ლიცენზია მიიღონ.“

ყარაჩელი ბიზნესმენები ამბობენ, რომ იმისთვის, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამყარდეს, პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს. ამისთვის კი, პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის გამართვა და დათმობებზე წასვლაა საჭირო.
XS
SM
MD
LG