ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის მთვარობის მოლაპარაკებები თალიბებთან


ავღანეთის მთვარობის მოლაპარაკებები თალიბებთან
ავღანეთის მთვარობის მოლაპარაკებები თალიბებთან

ნატოს ძალების სარდლის დევიდ პეტრეუსის განცხადებით ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა თალიბთა ლიდერებს საშუალება მისცა ქაბულში ჩასულიყვნენ ჰამიდ კარაზაის მთავრობასთან მოლაპარაკების დაწყების მიზნით.

პაკისტანი მზადაა შუამავლის როლი შეასრულოს ავღანეთის მთვარობასა და თალიბებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაში.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის შაჰ მაჰმუდ ქურეშის განცხადებით შერიგების პროცესის დაწყებას თავად ავღანელებმა უნდა შეუწყონ ხელი, მაგრამ ისლამაბადი მზად არის ამ საქმეში ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს მეზობლებს.

გასული საუკუნის 90-იან წლებში სწორედ პაკისტანი დაეხმარა თალიბებს ავღანეთში ხელისუფლების სათავეში მოსვლის დროს. თუმცა 2001 წლის ტერაქტების შემდეგ გაწყვიტა ამ ორგანიზაციასთან კავშირი. მაგრამ ამერიკელები თვლიან რომ პაკისტანის დაზვერვის სამსახურები ჯერ კიდევ ეხმარებიან თალიბანს.

ამასობაში ავღანეთში ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა კიდევ ორი ჯარისკაცი დაკარაგა.

XS
SM
MD
LG