ავღანეთის მთავრობის ეგიდით მოქმედმა მშვიდობის საბჭომ თალიბებს მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა.
70 კაციანი საბჭოს წარმომადგენლის ქიამუდდინ ქაშააფის განცხადებით ისინი მზად არიან განიხილონ თალიბთა ლეგიტიმური მოთხოვნები.
თალიბები მოლაპარაკების წინაპირობად ავღანეთიდან უცხოეთის ჯარების გაყვანას ასახელებენ.
ავღანეთის ხელისუფლებამ სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლობა საუდის არაბეთის მთავრობას და პირადად მეფე აბდულას სთხოვა.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთმა პაკისტანთან და გაერთიანებულ არაბულ საამირობეთან ერთად თავის დროზე ცნო თალიბანის რეჟიმი.