ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქცია ავღნეთში


ასობით ავღანელი ქაბულის ქუჩებში გამოვიდა. ისინი ამერიკული ეკლესიის გეგმას აპროტესტებენ, რომლის თანახმად 11 სექტემბერს მუსლიმთა წმინდა წიგნი ყურანი უნდა დაწვან. რელიგიური ჯგუფის „მსოფლიო საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის“ ლიდერებმა ფლორიდაში პარასკევს განაცახდეს, რომ ისინი 11 სექტემბერს შეერთებულ შტაებზე თავდასხმის დღეს ყურანის წიგნების დაწვით აღნიშნავენ. ქაბულში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები კი ამ გეგმას გმობენ. შეერთებული შტატების საელჩომ ქაბულში განცხადება გაავრცელა, სადაც გამოხატა მთავრობის პოზიცა, რომლსი მიხედვითაც ვაშინგტონი რელიგიური გრძნობების შელახვას და ისლამის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას მკაცრად გმობს.

XS
SM
MD
LG