ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში ნატოს ავტოკოლონას დაესხნენ თავს


ქაბულში ნატოს ავტოკოლონას დაესხნენ თავს

ქაბულში ნატოს ავტოკოლონას კამიკაძე თვითმკვლელი დაესხა თავს. ინციდენტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ამერიკელი ჯარისკაცი. კამიკაძემ ასაფეთქებელი მოწყობილობა სამთავრობო შენობების შორიახლოს, პიკის საათის დროს ააფეთქა. დაიმსხვრა ათობით სამხედრო და სამოქალაქო მანქანა, მათ შორის ერთი ავტობუსი. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს. ნატომ საგანგებო განცხადებაში დააზუსტა, რომ დაიღუპა ნატოს უსაფრთხოების დახმარების საერთაშორისო დანაყოფის-აისაფის 6 ჯარისკაცი. მათ შორის ხუთი ამერიკელია.

XS
SM
MD
LG