ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული სამხედრო ბაზების ბედი ავღანეთში


კარზაი მზადაა ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის შემდეგ შეერთებულ შტატებს 9 სამხედრო ბაზა შეუნარჩუნოს

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს ცხრა სამხედრო ბაზის შენარჩუნება, მას შემდეგ რაც კოალიციის ჯარი 2014 წელს დატოვებს ქვეყანას. კარზაიმ დასძინა, რომ ქაბული მზადაა ვაშინგტონის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, მაგრამ იმ პირობით, რომ ავღანეთი მიიღებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების გარანტიებს.
ავღანეთსა და ამერიკას შორის უკვე რამდენიმე თვეა ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობას. თუმცა დეტალებს არცერთი მხარე არ ასაჯაროებს. ამ დრომდე მხოლოდ მცირე ინფორმაცია გახდა ცნობილი ორივე მხრიდან.
XS
SM
MD
LG