ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში საპროტესტო აქცია მოეწყო


ათასობით ადამიანი შეძახილებით "სიკვდილი პაკისტანს" ქაბულის ცენტრში შეიკრიბა

ავღანეთმა პაკისტანის წინააღმდეგ საზღვართან განხორციელებული შეტაკების გამო ოფიციალური პროტესტი განაცხადა.

ავღანეთის საგარეო მინისტრის მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ მომავალში პროვოკაციული ქმედებებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა პაკისტანს დაეკისრება.

ავღანეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი პროტესტის ნიშნად შეძახილებით "სიკვდილი პაკისტანს" გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს შეტაკება, რომელიც გასულ კვირას პაკისტანის და ავღანეთის საზღვარზე მოხდა.
XS
SM
MD
LG