ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაიმ თალიბანს მიმართა


პრეზიდენტმა კარზაიმ განცხადება ავღანეთ-პაკისტანს შორის სასაზღვრო ინციდენტის შემდეგ გააკეთა

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ თალიბანს მოუწოდა "საკუთარი ქვეყნის ნგრევის ნაცვლად" ავღანეთის მტრებს ებრძოლონ. მართალია, კარზაის საერთო მტრებში არ უხსენებია პაკისტანი, თუმცა ეს განცხადება საზოგადეობაში ასე იქნა აღქმული. პრეზიდენტმა კარზაიმ აღნიშნული მიმართვა მას შემდეგ გააკეთა, რაც ავღანეთ-პაკისტანს შორის სასაზღვრო ინციდენტის შედეგად ერთი ავღანეთი და ორი პაკისტანელი მესაზღვრე დაიღუპა. ავღანეთსა და პაკისტანს შორის ამ უკანასკნელის ფორმირების შემდეგ დაძაბული ურთიერთობა სუფევს. 1990-იან წლებში ავღანეთის ხელისუფლებაში მოსასვლელად თალიბანს პაკისტანი ეხმარებოდა.
XS
SM
MD
LG