ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ხუთი ცხედარი იპოვეს


ავღანეთში ხუთი გატაცებული ადამიანის ცხედრები იპოვეს. ისინი დეპუტატობის ქალი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდნენ. ხელისუფლების ცნობით, მოკლულტა ცხედრები დასავლეთ ავღანეთში, ჰერათის პროვინციაშია ნაპოვნი. ფავზია გალანი, იმ მცირერიცხოვან ქალებს შორისაა, ვინც 18 სექტემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. მის საარჩევნო კამპანიაში ჩართული პირები ოთხშაბათს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა მოიტაცეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება იგეგმება. ავღანეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების თქმით, უსაფრთხოების ზომების გამო 900-მდე საარჩევნო უბნის გახსნა საეჭვო იქნება.

XS
SM
MD
LG